DOCTYPE html PUBLIC "-//W3C//DTD XHTML 1.0 Transitional//EN" "http://www.w3.org/TR/xhtml1/DTD/xhtml1-transitional.dtd">
/reklama114.gif

მთვლელები


მომხმარებელი:

რეკლამა

//dle.ucoz.de/adver.jpg

სიახლის პოსტერი



დამატებითი ინფორმაცია

კომენტარების რაოდენობა: (0)
ნახვების რაოდენობა: 1005
კატეგორია:
სიახლის ავტორი:
სტუმარი

მოკლე ინფორმაცია სიახლეზე

ამი ბედნიერი იყო, რადგან როდესაც თავში რაიმე სასაცილო მოსდიოდა, შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ ის არავის ხუმრობას არ იმეორებდა” - მარკ ტვენი

როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე, ადამის შემდეგ ბევრმა წყალმა (და ერთმა წარღვნამაც) ჩაიარა. ადამიანებმა გამრავლების ტექნოლოგიებს თანდათანობით ალღო აუღეს და ხუმრობა-ხუმრობაში მათმა რიცხვმა – თუ გავრისკავთ და სტატისტიკას ვენდობით – ექვს მილიარდს გადააჭარბა. ამის გამო, თითქმის წარმოუდგენელია მოიფიქრო ისეთი ხუმრობა, რომელიც მილიარდობით ადამიანიდან თავში ჯერ არც ერთს არ მოსვლია. შესაბამისად, ხალხის დიდმა ნაწილმა სიზიფეს შრომაზე უარი განაცხადა, უკვე არსებული ხუმრობები აიტაცა და სხვადასხვა სიტუაციას მოარგო.

მაშ ასე. თქვენს წინაშეა, უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული გამონათებები იუმორის სფეროში:


"რამხელა ხარ… ბავშვობაში წყალს გისხამდნენ/სასუქს გიყრიდნენ?” - ადამიანის ორგანიზმში ზრდის ჰორმონების მოჭარბების აგრარულ-ბოტანიკური განმარტება;

"რამდენს ლაპარაკობ, ბაქო-ჯეიჰანზე ხარ შეერთებული?” - გულწრფელი გაკვირვება თქვენი ენის უწყვეტი მოძრაობისა და ფარული შური თქვენივე სატელეფონო ანგარიშის უსაზღვრობის გამო;

"შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი” – "გული-სული", "სიყვარული-სიხარული” და "ბალახი-ტალახი"-ს რითმის შემქმნელების მიერ დამკვიდრებული ხუმრობა, რომელიც მეკვლის პაროდირებისას გამოიყენება.

"ნუ გეშინია… მეც მეშინია” - ხუმრობა, რომელიც ერთი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც "პანიკა”;


განსაკუთრებით ბევრია ხუმრობა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. დავიწყოთ თავიდან:
"რა იყო ბალიში აგიფეთქდა?” - ყალყზე მდგარი და ეგზომ აბურდული თმის პატრონის მიმართ დედუქციური ნიჭის გამომჟღავნების სურვილი;

"რატომ თავი არ დაგრჩა?” - შეკითხვა, რომელსაც ერთადერთი გამართლება მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუკი მას უთავო მხედრის მისამართის გამოიყენებდნენ;

"შენ თვალში ხომ არ გეპატარავები?” – ფრაზა, როდესაც ადამიანს საკუთარ ზომებში ეჭვი ეპარება და მოწინააღმდეგისაგან მისი ვარაუდის დადასტურებას, ან, უარყოფას მოითხოვს;

"თვალში რაზვალი ხომ არ გაქვს?” – ფრაზა, რომლის მიხედვითაც თქვენი მხედველობა, სხვათა აზრით, ოკულისტის ჩარევას საჭიროებს;

"ისე შემეშინდა, გული ნასკებში გამეპარა” – ხუმრობა, რომელიც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ, სხეულში მიმდინარე უხილავ პროცესებს მეტაფორულად ასახავს.

ხუმრობებში რატომღაც პოპულარობით სარგებლობს კუჭი, რის შედეგადაც რამდენიმე ხატოვანი სიტყვათქმა წარმოიქმნა: "ჩემი კუჭი ნიორწყალში” (კულინარიული დაგინება), "ჩემი კუჭი ნაგვის ყუთში” (პოტენციური დონორის სურვილი), "ჩემი კუჭი ვაპოტინე” (გაურკვეველი წარმომავლობის ზმნის ზეობა), "ჩემი კუჭი ვჭამე” (კანიბალიზმამდე მისული მშიერი ადამიანის ღაღადისი), "რა იყო, რა კუჭი აიშალე” (საყვედური ვერბალურ ფაღარათზე) და "კუჭი მაგინებს” (შიმშილის გამოხატვა ორგანოთა ბილწსიტყვაობაზე დაყრდნობით);

"შენი ბიჭი აგერ მიზის” – ამ შემთხვევაში, ხუმრობის მთელი არსი გამოხატულია ხელების მოძრაობითა და ამ მოძრაობის ქვედა ეშელონებისაკენ მიმართვით;

"რას დამდგახარ, ბუასილი გჭირს?” – ფრაზა, რომელიც სკამისა და პიროვნების ურთიერთუნდობლის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს;

"აბა თქვი "რვა”… - ვიქნები რა თქვენი მახსოვრობის იმედად, ამ ორგანოზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ;

"ჯერ არ გვეძინება” (ფეხზე გახდისას) – უსიამოვნო მოლოდინი, რომელიც ფეხზე და მის ყნოსვით აღსაქმელ კომპონენტზე არსებული სტერეოტიპიდან გამომდინარეობს.


"გაიწიე, გამჭვირვალე ხარ?” – მითითება ტელევიზორსა და თქვენ შორის ჩამდგარი პირისადმი იმაზე, რომ მისი სხეულის ატომები ერთმანეთთან მეტისმეტად მჭიდროდ არიან დაკავშირებული. (შემცვლელი ფრაზა: "მამაშენი მეშუშეა?”, რაც "წეროსა და ბავშვების მითს” კიდევ ერთხელ უპირისპირდება);

"შენ ოპერასთან არ გაიარო, თორემ უეჭველად შეგათრევენ” – ნამუსზე ასაგდები ფრაზა პირისა, რომელსაც ჰგონია, რომ ხორხებიდან დიდებული ხმა ამოსდის;

"სპილომ/დათვმა/დინოზავრმა (და ყოველივე მძიმე ტორის მქონე არსებამ) დაგაბიჯა ყურზე?” - "გეგმა B” იმ შემთხვევისათვის, თუკი ზემოთხსენებული ფრაზა ნამუსის მანიპულირებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდება.

"ისეთი ძუნწია, ზამთარში თოვლს არ მოგცემს” – მეტაფორული შედარება, რომელიც მთლიანად თოვლიან რეალობასაა მორგებული და მაგალითად აფრიკაში, მხოლოდ დაბნეულობას გამოიწვევს.

"შენი შვილი ტყეში დარბის” – მითითება იმაზე, რომ მოსაუბრეს აღმზრდელობითი ფორმის "შვილო”-ს ნაცვლად სახელით უნდა მიმართო;

"შენ უეჭველად ღადოს კურსებზე დადიოდი” – მინიშნება იმაზე, რომ ვიღაცის იუმორის გრძნობა საყოველთაოდ საგრძნობი არ არის. ექვივალენტურია ფრაზისა: "სად გავიცინოთ?”

"სახლში იციან აქ რომ ხარ?” – თანაგრძნობითი მიმართვა პირისადმი, რომელმაც რაღაც სისულელე თქვა, ან, ჩაიდინა და ამას მის გარდა ყველა მიხვდა;

"დაგშლი მარტივ მამრავლებად” – წმინდა მათემატიკური მუქარა, სადაც მოძალადე აგრესიასთან ერთად ალგებრის სიღრმისეულ ცოდნასაც ამჟღავნებს;

"რას მირტყავ, შენი გაზრდილი ვარ?” – პროტესტი იმაზე, რომ მოძალადეს საცემ ობიექტზე ამგვარი ქმედების განხორციელების არანაირი აღმზრდელობითი უფლება არ გააჩნია;

"დაგარტყამ და გაგაფრენ ამერიკაში” – იმდროინდელი მუქარა, როდესაც ამერიკა მიუწვდომელ კონტინენტად და ოცნების ქვეყნად მიგვაჩნდა. ეს სიშორე კი ჩვენს წარმოდგენას ჩვენივე ძალებზე კიდევ უფრო აზვიადებდა;

"სანამ შენ მაგას იზამ, ვირი ქოშებით ხეზე ავა” – ფრაზა, რომელიც ადრესატის სიზანტეზე მიუთითებს და ამ თვისების გასამძაფრებლად საქმეში "ქოშებსაც” კი რთავს.


"რა გჭირს, მოისვენე, შვიდთვიანი ხარ?” – ფრაზა, რომლითაც შვიდთვიანების დისკრიმინაციას ახდენენ და მათ ღრმა ბავშვობაში გამოვლენილ თვითუნებურ სისწრაფეს არ პატიობენ.

"თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში” - აღნიშნული ხუმრობა მხოლოდ მაშინ იძენს აზრს, როდესაც ის მასპინძლის მიმართ გამოიყენება და თან თავშეუკავებელი ხორხოცი მოსდევს;

"ხელები მაღლა, ტრუსიკი დაბლა” – პორნოგრაფი ტერორისტის მიერ დამკვიდრებული ხუმრობა, რომელიც ადამიანებს სწრაფი სტრიპტიზისაკენ მოუწოდებს.

დიალოგები


- 10 ლარი ხომ არ გაქვს?
-10 ლარი რომ მქონდეს, აქ კი არ ვიქნებოდი… (მინიშნება იმაზე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. თუმცა, არც ის კონკრეტდება, თუ როგორი გვინდა რომ ის იყოს);

- ბიჭო!
- ბიჭომ გირჭო!
- მე ამცდა და შენ შეგირჭო! (რითმის ფურჩქვნისა და ნიშნის მოგების დიდი ზეიმი, რომელიც დაახლოებით იმავე შინაარსის მატარებელია, როგორიც მაგალითად ფრაზა: "ვინც იცინის, იცინის, თავის თავზე იცინის!”)

- ვაკეში გიორგის იცნობ?
-ეგ რომელი, ჯინსები რომ აცვია? (დიალოგი, სადაც რთული გადასაწყვეტია პირველი ეხუმრება მეორეს, მეორე – პირველს, თუ, იუმორის ტრიუმფალური და მჩქეფარე ამოხეთქვის მომსწრეები ვართ)


-კოზირი?
-აგური…
-მოგხვდა ამხანაგური (თუმცა, არ კონკრეტდება რა და სად)


მინი – ფრაზები

ჩაგეთვალა-ა - სიტყვა, რომელიც ხუმრობის ოსკარად შეგვიძლია მივიჩნიოთ;

არც დაიგინო/დაიფიცო – დამოკიდებულია იმაზე, გარშემომყოფთაგან ნდობის უქონლობას მამრი უჩივის თუ მდედრი;
კაი, ღადაო-ობ? – სასოწარკვეთილი შეძახილი, სადაც მხოლოდ მცირე დოზით "გამოსჭვივის” იმედი;

ნუ ღადილაობ ერთი - ბედკრული "ღადაობის” კიდევ უფრო ბედკრული ვერსია;

სად შეგვიძლია ამდენი? – მიმართვა პირისადმი, რომელსაც მის მიერ ჩადენილი "საქმენი საგმირონი” დიდად ეამაყება;

შე ჩემა და ჩემის ჩემა – ტიპური ქართული მიმართვის ჰიპერბოლური ვარიანტი;

დებილი თავი გაბია – ბუმერანგული კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც თქვენს თავს ყველაფერ იმად ქცევა შეუძლია, რასაც თქვენივე პირი წარმოთქვამს;

ამხელა, ფილარმონია კაცი – ფრაზა, რომლითაც ადამიანის გაბარიტები, ან, ღირსება, შენობის პარამეტრებით იზომება;

ხუმრობათა ჩამონათვალმა კი ამასობაში უკვე არასახუმარო მოცულობას მიაღწია და სანამ თქვენი მოთმინების ფიალის სიღრმეზე შექმნილი წარმოდგენა შემომმსხვრევია, სჯობს დასკვნითი წერტილი დავსვა.



კომენტარებ ის დამატება

სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:

ავტორიზაცია

გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 463

რეკლამა

""